დონალდ ტრამპი - მე უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე - ლიბერალებს, უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე - ისინი, მე პრეზიდენტი ვარ, ისინი - არა, ამის მერე ისინი ამბობენ, რომ ელიტა არიან?

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიჩიგანში გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ არ ესმის თუ რატომ მიიჩნევენ თავიანთ თავს ელიტად ლიბერალები, რომლებიც მას უპირისპირდებიან.

„იცით, ყოველთვის ვისმენ სიტყვა ელიტას. მე უკეთესი განათლება მაქვს, ვიდრე - მათ. მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე - ისინი. მე საუკეთესო სასწავლებლებში დავდიოდი. უფრო ლამაზი სახლი მაქვს, უფრო ლამაზი ბინა. ყველაფერი გაცილებით უკეთესი მაქვს. მე პრეზიდენტი ვარ, ხოლო ისინი - არა. ამის მერე ისინი ამბობენ, რომ ელიტა არიან?“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა მრავალრიცხოვან მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ის მათ ელიტად მიიჩნევს.

„ისინი ელიტა არ არიან. თქვენ ხართ ელიტა! ჩენ ვართ ელიტა. თქვენ უფრო ჭკვიანები ხართ და უფრო ერთგულები“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის