მამუკა ბახტაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაეცნობა დეტალურად ამ ანგარიშს და შემდეგ გააკეთებს უკვე ვრცელ კომენტარს.

„მე დღეს მექნება საშუალება, რომ სრულად გავეცნო ანგარიშს. მოგეხსენებათ, რომ მასში გარკვეული უზუსტობებიც აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ის პრობლემები, რომელიც არის აღნიშნული და მე მოკლედ მქონდა საშუალება რომ წამეკითხა, ეს არის ის ზოგადი გამოწვევები, რომელიც გვაქვს ჩვენ რეგიონში. რაც შეეხება ნარკოტრაფიკს, მოგეხსენებათ, რომ ზოგადად ეს გეოგრაფიული არეალი ყოვეთვის წარმოადგენდა პრობლემას ამ თვალსაზრისით და დიდ გამოწვევას, შესაბამისად ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს დასავლელ კოლეგებთან ერთად და ძალიან ბევრი ფაქტი იქნა აღკვეთილი. თქვენ მოგეხსენებათ სტატისტიკა ამის შესახებ. რაც შეეხება კიბერდანაშაულს, ამის შესახებ გუშინაც ვისაუბრე და ეს გახლავთ გამოწვევა ყველასთვის, ეს არის 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ მასთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსების მიმართვა ამ მიმართულებით, ეს ყველას ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა