პრემიერ-მინისტრმა კასპში უეფას სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

სექტემბრის ბოლოს კასპში უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების წახალისება მნიშნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად მსგავსი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

კასპის უეფას მეორე კატეგორიის სტანდარტების სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედნით, 520 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამასთან ერთად, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ცენტრალურ საფეხბურთო მოედანს, საფეხბურთო სკოლას და სავარჯიშო მოედანს. პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე რეგიონის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მოადგილე იმყოფებოდნენ.

მთავრობის მეთაური კასპის სპორტულ სკოლასაც სტუმრობდა, სადაც ძიუდოსა და კალათბურთის დარბაზები დაათვალიერა და სპორტსმენებს გაესაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა