მამუკა ბახტაძე - ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებლობა, არის დიდი სირცხვილი ყველასთვის - სრულიად ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას ამ საკითხში

ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებლობა, არის დიდი სირცხვილი ყველასთვის. მე სრულიად ვიზიარებ პარტიის თავმჯდომარის შეფასებას ამ საკითხში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს მძიმე დანაშაული რჩება გამოუძიებელი.

„31 მარტს ჩვენ ყველას გვექნება საშუალება,რომ საქართველოს თითოეულ კუთხეში მივიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებებში. პირველი პრეზიდენტის როლი და მისი წვლილი ჩვენს დამოუკიდებლობაში არის სრულიად განსაკუთრებული. ეს იყო ქართველი ერის ისტორიული გამარჯვება, რომ ჩვენ დავიბრუნეთ სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ადგილი და როლი არის სრულიად განსაკუთრებული. მე ქედს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ პოლიტიკურ შეფასებას, რომ ეს არის მართლად ჩვენი სირცხვილი, რომ აქამდე ვერ მოხდა ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება, ამას აუცილებლად ნათელი უნდა მოეფინოს“, -განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა