თბილისის მერიის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 31 მარტს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ისაუბრებენ მის პოლიტიკურ და შემოქმედებით საქმიანობაზე. გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟები.

საღამოზე გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა. საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი, საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო