ბექა დავითულიანი - ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, ცრუ ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმი ეწარმოებინა

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამისთვის სიცრუის ტირაჟირებას არ ერიდებიან. დავითულიანმა დღეს ტაქსების რეგულირების საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წესში არანაირი ცვლილება არ შედის.

„ტაქსების რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მუდმივად არასწორად ვრცელდება, ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა, რომ არაკეთილსინდისიერ პოლიტიკოსებს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობის შესაძლებლობა აღარ მივცეთ. რეფორმის მიხედვით, A და B კატეგორიის ტაქსები არსებობს. A კატეგორია თეთრი ფერის ტაქსს ენიჭება, რომელიც ტაქსის აბრას ატარებს და მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საპარკინგე ადგილით სარგებლობს. მათ, ვისაც სურს ჰყავდეს A კატეგორიის ტაქსი, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ, იმ პირობით, რომ ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერს განათავსებენ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსს, ეს შეიძლება იყოს არა თეთრი არამედ სხვა ფერი, ისინი არ ატარებენ ნიშანს და არ სარგებლობენ A კატეგორიისთვის გათვალისწინებული პროექტებით. შესაბამისად მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ტაქსების რეგულაციის წესში არანაირი ცვლილება არ შედის და ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, ცრუ ინფორმაციის გამოყენებით, ჩვენს წინააღმდეგ საინფორმაციო შტურმი ეწარმოებინა,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დღესვე, ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მიცკევიჩის ქუჩაზე საპარკინგე სივრცის მოწყობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე 4 სართულიანი შენობის მშენებლობა არ იგეგმება. მიცკევიჩის ქუჩაზე მხოლოდ მიწისქვეშა პარკინგი შენდება.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები მხოლოდ სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. ისინი არ საუბრობენ იმ დადებით პროექტებზე, რომლებსაც საკრებულო და თბილისის მერია ახორციელებს. მაგალითად, დღეს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 9 აპრილს გარდაცვლილთა, დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა