ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას სოფელ ხიბულაში დაგეგმილ პროექტებზე - ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, მუზეუმი გაიხსნება. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.

ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ.

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას.

ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ წვდება სახელმწიფო, ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.

ადგილობრივებს ბიძინა ივანიშვილი ახალი საბავშვო ბაღის აშენებასაც დაჰპირდა. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს ნიკო ჩხეტიანს ადგილზე მისცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო