ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარადგინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე ნატა მენაბდის კანდიდატურა წარუდგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებაც ისაუბრეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე. დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატა მენაბდის შესაძლებლობები არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით.

„დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსთან წარვადგინეთ ნატა მენაბდის კანდიდატურა ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალური ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც არის მენეჯერული, ხელმძღვანელი პოზიციები. ქალბატონი ნატას შესაძლებლობები ამ მხრივ არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით და ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება რომელიც მას დაუგროვდა ამ წლების განმავლობაში, იქნება გადამწყვეტი ამ ორგანიზაციის არჩევნების ჩატარებისას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა წევრ ქვეყანასთან ევროპის ფარგლებში, რათა საქართველოს კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ნატა მენაბდეს დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე.

„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა . ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის წარგვედგინა ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე ნატა მენაბდე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება და მე იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა, პირველი წარდგენა გაგრძელდება აქტიურ კომუნიკაციაში და რეალურად მოგვეცემა მის შესაძლებლობა, რომ ქალბატონმა ნატამ დაიკავოს ეს უმნიშვნელოვანესი პოსტი, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად ევროპის რეგიონისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეხვედრაზე დიპლომატებს ნატა მენაბდემ ინფორმაცია წლების მანძილზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც მიაწოდა და გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებას გეგმავს ზემოხსენებულ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის არჩევნები გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის ფარგლებში, 2019 წლის 16-19 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა