ლევან ხაბეიშვილი - საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვ, უარყოს, რომ პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე მიწის ზემოთ 4-სართულიანი საპარკინგე შენობა აშენდება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვ, უარყოს, რომ პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე მიწის ზემოთ 4-სართულიანი საპარკინგე შენობის აშენება მოხდება, - ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ საკითხს, რომლითაც ზემოთ აღნიშნულ ადგილზე 110- ადგილიანი მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს. ამ მიზნით ინვესტორმა 17 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეჭვი გამოთქვა, რამდენად უნდა იყოს მომგებიანი აღნიშნულ ადგილზე ინვესტორისთვის მიწისქვეშა საპარკინგე სივრცის მოწმობა. კერძოდ, ხაბეიშვილის თქმით, არსებობს "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაურის" წერილი. მასში კი აღნიშნულია, რომ ადგილზე წყალსადენის ქსელია და იქ მიწისქვეშა მშენებლობა შეუძლებელია.

ხაბეიშვილმა სხდომაზე ფოტოსურათები და პროექტის ვიზუალური მასალა წარმოადგინა.

„აღნიშნულ ადგილზე 100 ავტომანქანის საპარკინგე ადგილი ფაქტობრივად ახლაც არის. ვთხოვ, საკრებულოს თავმჯდომარეს, უარყოს, რომ ადგილზე მიწისზედა 4 სართულიანი საპარკინგე შენობა არ აშენდება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ამ საკითხს სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათი და დისკუსია მოყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ხაბეიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ დღევანდელი საკითხის აღნიშნული ფორმით დამტკიცების შემთხვევაში საუბარი არ არის მიწისზედა პარკინგის მშენებლობაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო