საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და EUROJUST -ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ჰააგაში დოკუმენტს ხელი მოაწერეს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და EUROJUST-ის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.

უწყების ინფორმაციით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში ასევე მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს, მათ შორის აშშ-ს, ნორვეგია-ს, შვეიცარია-ს და ა.შ.

პროკურატურის განმარტებით, EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიების პროცესში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულება.

უწყების ინფორმაციით, EUROJUST-თან ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება ასევე გულისხმობს ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.

შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილების მიღებამდე, 2017 წელს, EUROJUST-მა შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან და შეთანხმების გაფორმების საკითხი დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა.

უწყების ცნობით, EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. შეთანხმების გაფორმების მიზნით EUROJUST-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო