შსს-ს მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა, იანვარ - თებერვალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ით არის გაზრდილი

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა 2019 წლის იანვარ - თებერვალში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31.56%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობამ 11 671 შეადგინა, ხოლო გასული წლის ამავე პერიოდში 8 871 დანაშაულია რეგისტრირებული.

ამავდროულად, შემცირებულია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა.

2019 წლის იანვარ-თებერვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 24.07%, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გახსნილია რეგისტრირებულ დანაშაულთა 31.07%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს