ირაკლი ზარქუა - მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა გაგრძელდება

დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა საზოგადოების ინტერესის მაქსიმალური გათვალისწინებით გაგრძელდება, - ეს განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობა მთელი ქალაქის მასშტაბით ზუსტად ისე გაგრძელდება, როგორც ტაქსების რეგულაცია, რომელიც საზოგადოების დაკვეთა იყო.

„ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. რამდენი უკმაყოფილო ტაქსისტიც არ უნდა მოიყვანოთ აქციაზე, ორ იმდენ ადამიანს მოვიყვანთ, რომელიც კმაყოფილი იქნება. ეს არიან ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ ვაუჩერს, უფასო საპარკინგე ადგილს, მანათობელს და საერთოდ ახალ მოცემულობაში გადაგვყავს ეს სექტორი“, - მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას თბილისის საკერებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა