ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიცია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა, საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიცია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ჟორჟოლიანმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების მაგალითად ოპოზიციის განცხადებები მოიყვანა, რომელთა მიხედვითაც, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე ოთხსართულიანი შენობის აშენება იგეგმება.

„ჩვენ ასეთი „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებას უნდა ვებრძოლოთ. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გადავამოწმოთ ინფორმაცია“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა კონკრეტულად პეკინისა და მიცკევიჩის კვეთაზე არსებული მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის პროექტზე და აღნიშნა, რომ 150-ადგილიანი საპარკინგე ადგილი მცირდება 110-ადგილამდე, რადგან ადგილზე არსებული კომუნიკაციები არ აძლევს ინვესტორს უფრო დიდი პარკინგის მოწყობის საშუალებას. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამაზე მეტყველებს ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებიც.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა