სამართალდამცველებმა ქობულეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქობულეთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. 21 წლის გიორგი ანთაძე სამართალდამცავებმა ბათუმში, სპეცოპერაციისას დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი ძებნაში იმყოფებოდა.

როგორც დაკავებული გიორგი ანთაძის დედამ, ნინო ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი ინციდენტში შემთხვევით მოხვდა და მას არანაირი თავდასხმა სამართალდამცავების მიმართ არ განუხორციელებია.

იგი სამართალდამცავებს შვილის ცემაში ადანაშაულებს.

„ჩემი შვილი დღეს საადვოკატო ბიუროში მოვიდა, ადვოკატის ასაყვანად და აქაც სამართალდამცავები მოვიდნენ - ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს“, - აცხადებს ნინო ანთაძე.

არსებული ინფორმაციით, ქობულეთში ორი დღის წინ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს, გაშველებისას ქობულეთის პოლიციის განყოფილების ორ თანამშრომელს ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო