ლევან კობერიძემ გლდანი-მუხიანის სამაჟორიტარო ოლქის წარჩინებული ახალგაზრდები დააჯილდოვა

პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ სამაჟორიტარო ოლქის წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფს პორტატული კომპიუტერები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, განათლება უმთავრესი პრიორიტეტია და იმ ახალგაზრდებს, ვისაც სწავლის სურვილის მიუხედავად შესაბამისი პირობები არ აქვთ, საჩუქრად კომპიუტერები გადაეცემათ. „სამაჟორიტარი ბიუროს ინიციატივით თანამშრომლობა შედგა გლდანის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე კომპანია - „ჯორჯია თექნოლოჯიქ პარკთან“. კომპანიამ კეთილი ნების და სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატვის ნიშნად, წარჩინებული ახალგაზრდებისთვის პორტატული კომპიუტერები შეიძინა. იმედი მაქვს აღნიშნული საჩუქარი ახალგაზრდებს დამატებით მოტივაციას გაუჩენს და მათ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. რაც უფრო განათლებული თაობა გვეყოლება, საქართველოს უფრო წარმატებული მომავალი ექნება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. პარლამენტის წევრმა წარჩინებული ახალგაზრდების მშობლებს მადლობა გადაუხადა, მოსწავლე-სტუდენტებს კი განათლების გაგრძელება და წარმატებული მომავალი უსურვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს