გიორგი ჩაკვეტაძე  -  ოპოზიციას  თბილისში „ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამართვა არ გამოუვა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, უმცირესობის წევრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, თბილისში დაძაბული ფონის შექმნას ცდილობენ.

„ტაქსების რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ ხორციელდება. თქვენ საუბრობთ, რომ ადამიანებს არ მოსწონთ რეფორმა, რომლითაც ტაქსების ერთიან სისტემაში მოექცევა მოხდება. თქვენ თუ 10 ადამიანს მოიყვანთ, რომლებიც რეფორმას ეწინააღმდეგებიან, მე 100 ადამიანს გაგასაუბრებთ და ისინი დაგიდასტურებენ, რომ ტაქსების რეგულირება მათ ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მინდა გითხრათ, ტაქსების რეგულირების მიმართულებით დაწყებული რეფორმა გაგრძელდება და ოპოზიციას თბილისში, „ყვითელი ჟილეტების“ აქციის გამართვა არ გამოუვა,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

აღნიშნულ კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო