თბილისის ნაწილს 1 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 1 აპრილს თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, მაისურაძის, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის, ფაღავას, ქებურიას და ზაალიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, კრწანისის, გულუას, გულიას, დიდი ხეივნის, ნიშნიანიძის, მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, ნადიკვრის, წინანაურის, გრიშაშვილის, კალანდაძის, მანანა მელქაძის, რუსუდან მეფისაშვილის და ბერძნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, დოლაბაურის, ბოჭორმის, უჯარმის, პატარძეულის, ეკატერინე ფორაქიშვილის, დესპინე გელოვანის, კაჭარავას, ოსიპ მანდელშტამის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, შეშელიძის, ვასაძის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, ხიზამბარელის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის III მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და გამარჯვების ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიდგორის, პეტრე სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და არზაყან ემხვარის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მარგიანის, შალვა ნუცუბიძის, ჟღენტის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას, ჩერქეზიშვილის, ანდრონიკაშვილის, მგალობლიშვილის, ვარდენ წულუკიძის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ისაკაძის, ლუქსემბურგის, ცხინვალის, ვოლოდარსკის, ყუშიტაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ოდესის და ონიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა