შალვა თადუმაძე - EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოსა და EUROJUST-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჰააგაში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და EUROJUST-ის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.

როგორც გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ EUROJUST-თან შეთანხმების გაფორმება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციის ყველა რესურსი ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მათ შორის რეგიონალური კუთხით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც.

"საქართველო უერთდება ევროჯასტის იმ დიდ ოჯახს, რომელიც ერთობლივად, ევროპის ფორმატში ახორციელებს ტრანსნაციონალური დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გამოიყენოს და მიიღოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში თითოეულ წევრს აქვს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეორე მხრივ, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, გაფართოვდეს ამ ბრძოლის გეოგრაფია, როგორც რეგიონალური კუთხით, ისე შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც.

ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ შესაბამისი წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან სისტემაში საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, საქართველო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, EUROJUST-ში წარმოდგენილი იქნება მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).

EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. შეთანხმების გაფორმების მიზნით EUROJUST-თან მოლაპარაკებებსა და საქართველოში გასატარებელ შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო