კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დღეს საუბარი შესაძლოა, პოპულისტური ნაბიჯი იყოს, გამოძიების თვალსაზრისით მაინც კარგია.

„უცნაურია, რომ 7 წელია არ ახსენდებათ ეს საქმე, რომელიც ბედის ანაბარა არის მიტოვებული. სანამ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილი იყო, ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე შემოდებული რჩებოდა. შემდეგ დაკვალიფიცირდა, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი სერიოზული, აღნიშნვნის ღირსი საგამოძიებო ქმედება არ ჩატარებულა. მხოლოდ ჩვენი შიმშილობის შემდეგ გამოიბერტყა ყურები ხელისუფლებამ და გააგრძელა გამოძიება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დააანონსეს შედარებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გამოძიების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. როდესაც ამხელა პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი შეეხება ამ საქმეს, რა თქმა უნდა ეს საქმის გამოძიებისთვის კარგია.

კიდევაც რომ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოპულისტური მხარე, ეს მაინც კარგია. ზვიად გამსახურდიას ფიგურა დღეს მაინც რაღაცნაირად კრავს ამ დაგლეჯილ ქვეყანას, სადაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დაყოფილი და ერთმანეთს წაკიდებულია. ამ მხრივ არის ზვიად გამსახურდიას ფიგურა სრულიად უნიკალური,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა