ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედეგებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა.

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრას ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები, მინსკის ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი დაესწრნენ, მოგვიანებით კი, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ გაესაუბრნენ.

შეხვედრის წინ, რომელიც მარტის დასაწყისში დაიგეგმა, ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ილჰამ ალიევთან ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხის განხილვას კონკრეტული დღის წესრიგის გარეშე აპირებდა. ასევე, გეგმავდა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოლაპარაკებათა პროცესში ჩართვის საკითხის განხილვასაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა