მამუკა ბახტაძე - ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია

ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში” განაცხადა.

მისი თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსებზე, იაფ ფულზე წვდომა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც მცირე მეწარმეებს აქვთ.

მთავრობის მეთაურმა მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს მოუწოდა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისროსთან აქტიურად ითანამშრომლონ.

„ეს არის მართლაც უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი. ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბის დამარცხება მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო