დაკვამლიანების გამო მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამაშველო სამსახური გამოიძახეს

მოზარდ მაყურებელთა თეატრში სამაშველო სამსახურია მობილიზებული. სამაშველო სამსახურის გამოძახება, შენობაში არსებული დაკვამლიანებიდან გამომდინარე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თეატრის ერთ-ერთ ოთახში ელექტროგაყვანილობის კაბელი დადნა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. მათივე განცხადებით, ხანძრის გაჩენის საშიშროება არ არსებობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა