დონალდ ტრამპი მომავალ კვირას მექსიკის საზღვრის დაკეტვით დაიმუქრა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას მექსიკასთან საზღვარს დახურავს, თუკი მეხიკო არ შეაჩერებს აშშ-ში უკანონო მიგრაციის ნაკადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში დაწერა.

„თუკი მექსიკა დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს თავის უკანონო იმიგრაციას, რომელიც მიემართება აშშ-სკენ ჩვენი სამხრეთის საზღვრის გავლით, დავხურავ საზღვარს, ან საზღვრის მნშვნელოვან მონაკვეთებს მომავალ კვირას“, - წერს ტრამპი.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ მექსიკას ადვილად შეუძლია ამ პირობების შესრულება, მაგრამ „მხოლოდ ამერიკულ ფულს იღებს და ლაპარაკობს. გარდა ამისა, მათთან უამრავ ფულს ვკარგავთ, განსაკუთრებთ, თუ მივუმატებთ ნარკოტრაფიკს და ა.შ. ამიტომ, საზღვრის დახურვა არ იქნებოდა ცუდი“ - წერს ტრამპი.

ამერიკის პრეზიდენტმა „დემოკრატები“ „მსოფლიოში ყველაზე სუსტი საიმიგრაციო კანონების“ მიღებაში დაადანაშაულა.

„მექსიკაში საიმიგრაციო კანონები ყველაზე ეფექტურია და ისინი ამერიკის მეშვეობით წელიწადში 100 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებენ. ამიტომ კონგრესმა ჩვენი სუსტი კანონები ახლავე უნდა შეცვალოს, მექსიკამ კი ამერიკაში არალეგალების შეღწევა შეაჩეროს“ - წერს ტრამპი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო