„ფეისბუქი“ ევროპარლამენტის არჩევნების წინ პოლიტიკური რეკლამის წესებს ამკაცრებს

ევროპარლამენტის არჩევნების წინ, რომელიც მაისში გაიმართება, სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ პოლიტიკური რეკლამის წესების გამკაცრება დააანონსა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

„არჩევნებში ჩარევისა და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირიდან რეკლამის ყველა დამკვეთმა თავის ქვეყანაში ავტორიზაცია უნდა გაიაროს. მხოლოდ ასე შეძლებენ ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული რეკლამის გაშვებას“, - განაცხადა სოციალური ქსელის მენეჯერმა რიჩარდ ალენმა.

მისი თქმით, რეკლამის დამკვეთის იდენტობის დამატებითი შემოწმება და ადგილმდებარეობა დამატებითი ბარიერი უნდა გახდეს მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ რეკლამა გამოიყენოს საზღვარგარეთიდან არჩევნებში ჩასარევად.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ზომები „ფეიბუქმა“ უკვე განახორციელა კანადასა და ინდონეზიაში ჩატარებული არჩევნების დროს.

ამავდროულად, „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ ეს ზომები არ არის საკმარისი სამანიპულაციო კონტენტის სრულად აღმოსაფხვრელად.

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 2019 წლის 23-26 მაისს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა