გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი "DipSki2019" გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, 2019 წლის 31 მარტს, გუდაურში, დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „DipSki2019“ გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას.

მისივე ცნობით, „DipSki2019“-ში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, შეჯიბრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული ჯილდოები.

ცნობისთვის, დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი - “DipSki” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან იმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო