კახა კალაძე პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე - ცხადია, საქმე უნდა იყოს გამოძიებული და გახსნილი

ცხადია, საქმე უნდა იყოს გამოძიებული და გახსნილი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების განცხადებას, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ გაავრცელეს. კახა კალაძის თქმით, ამ საქმის დეტალურ გარემოებებზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა ისაუბრონ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები განცხადებას ავრცელებენ და ბიძინა ივანიშვილის მიერ სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას ეხმაურებიან. „ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დავუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო - ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა, ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს“, - ნათქვამია ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა.

„ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა