ელენე ხოშტარია - მურუსიძე ჩვენი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა - ღირსეულ მოსამართლეებს

ლევან მურუსიძე ჩვენი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა - ღირსეულ მოსამართლეებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ლევან მურუსიძის განცხადება, რომ იმავე განაჩენს გამოიტანდა გირგვლიანის საქმეზე, ცინიკურია და მიანიშნებს, რომ ამ საქმის გააზრება არ მომხდარა.

„მურუსიძე - ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის უბედურების, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა მართლა ღირსეულ მოსამართლეებს. ვიდრე გვექნება ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება, რომ მათ უნდათ თავიანთი ინტერესების გატანის ინსტრუმენტის ქონა, ხელისუფლების დამორჩილებისა და ადამიანების დაჩაგვრის, მანამდე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ამ ყველაფრის სიმბოლოა მურუსიძე და ძალიან ცინიკურია, რომ ის დღესაც კი ამბობს, ზუსტად იმავე განაჩენს გამოვიტანდი გირგვლიანზეო. აქ იმაზეც კი არ არის ლაპარაკი, რომ რაიმე ტიპის გააზრება მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით საშინელი დანაშაულის, პირიქით, ახლაც ამას იძახის. ამ ხელისუფლებას უნდა სწორედ ასეთ ტიპის მართვა: სასამართლოს დამორჩილება, ადამიანების გასრესვა. ამ ყველაფრის სიმბოლო მურუსიძე, ჩინჩალაძე და მოსამართლეების „კლანია“, - აღნიშნა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა