ნინო გოგუაძე - ჩვენ, მურუსიძის მიერ გაკონტროლებული სასამართლოს და პოლიტიკური პროკურატურის წინააღმდეგ ვიბრძვით

მურუსიძის მხრიდან თავის მართლება ნიადაგს მოკლებულია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირგვლიანთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული არ იყო, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.

გოგუაძე გამოეხმაურა ლევან მურუსიძის განცხადებას, რომ მან გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„მურუსიძემ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით რომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, უფრო სწორად, არ შეასრულა მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და განაჩენი გამოიტანა ისე, რომ არ იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული, ამაზე ჩვენ, ოპოზიციური პარტიები კი არ ვსაუბრობთ, ამაზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. ასე რომ, ყველანაირი თავის მართლება არის აბსოლუტურად ნიადაგს მოკლებულია და რაც მთავარია, მურუსიძის არჩევით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აირჩია დამორჩილებული სასამართლო. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროსაც და დღესაც, სწორედ დამორჩილებული სასამართლოს, მურუსიძის მიერ გაკონტროლებული სასამართლოსა და პოლიტიკური პროკურატურის წინააღმდეგ ვიბრძვით“, - აღნიშნა გოგუაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს