19 მაისს 5 მუნიციპალიტეტში მერის და 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამის შესახებ განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ცესკოს სხდომის გადაწყვეტილებები მედიას პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო. მისივე თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ზესტაფონში, ხულოში, ჭიათურასა და ზუგდიდში გაიმართება; საკრებულოების შუალედური არჩევნები კი საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და წყალტუბოში.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს. საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 26 საარჩევნო უბანზე გაიმართება. გარდა ამისა, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საერთო ჯამში, ხუთივე მუნიციპალიტეტში არჩევნები 362 საარჩევნო საარჩევნო უბანზე გაიმართება," - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, 19 მაისს ასევე გაიმართება შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, მთლიანად 19 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 401 750 ამომრჩეველი 410 საარჩევნო უბანზე.

მიქელაძის განმარტებით, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა.

მისივე თქმით, დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. ამის შემდეგ, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო