ალეკო ელისაშვილი - სტუდქალაქის ტერიტორიაზე 70-სართულიანი კომპლექსის აშენება, ვაკის დასამარება იქნება

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი მოსახლეობასთან ერთად, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ალეკო ალისაშვილმა განაცხადა, აღნიშნული კომპლექსის აშენება "ვაკის დასამარება" იქნება, რადგან სტუდქალაქის ტერიტორიაზე არც ფეხით და არც მანქანით გასავლელი არ არის.

"მოქალაქეები დამიკავშირდნენ და ვნახე ის პროექტი, რომელიც უნდა აშენდეს. მოვიძიე ინფორმაცია, რომ ძველი საერთო საცხოვრებლების ადგილას შენდება 70-სართულიანი კომპლექსი და გული გამისკდა, რადგან აქ აშენებენ 70-სართულიან უზარმაზარ კომპლექსს. თუმცა, არ არის პრობლემა ააშენონ და მერე ვაკეს ბომბი ესროლონ, იმიტომ რომ საცხოვრებლად უკვე შეუძლებელია. ვერც ფეხით დადის ადამიანი, ვერც მანქანით. ამის აშენება იქნება ვაკის დასამარება და სრული კატასტროფა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო ცხვედაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა გზას გადაკეტავს.

„ილუზია არ გვაქვს, რომ აქ პარკი გაშენდება. გასაგებია, რომ გასათვალისწინებელია მცხოვრებლების ინტერესები. იმედი მაქვს, რომ მთავრობა და მერი ჩაერთვება და ამ საკითხს გადაწყვეტენ ხალხის სასარგებლოდ და არა ვიღაცის ბიზნესინტერესების. ხელმოწერებს ვაგროვებთ, არ გავჩერდებით", - განაცხადა ნინო ცხვედაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა