მარიამ ჯაში - პარლამენტის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას,“ - ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამეცნიერო ფორუმის - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა უმასპინძლა და მასში პარლამენტის წევრები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამეცნიერო ფორუმის - „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, შემაჯამებელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის საკითხს და ფორუმის რეკომენდაციებს.

„მთავარი მესიჯი არის ის, რომ მეცნიერება ბრუნდება სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 30 წლის მანძილზე პირველად ჩატარდა ამ მასშტაბის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა მეცნიერებმა, ასევე უცხოეთის წამყვანი სამეცნიერო ცენტრებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, უახლოეს პერიოდში, არის პრიორიტეტების განსაზღვრა, თუ რომელ სამეცნიერო სფეროში მოხდება განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, როგორც ჩვენი სამეცნიერო ტრადიციების გათვალისწინებით, ასევე კომერციალიზაციის და საერთაშორისო რანგში საქართველოს მეცნიერების წარმოჩინების პერსპექტივების გათვალისწინებით. ბუნებრივია ქართველოლოგია, ჩვენი სოფლის მეურნეობის ცალკეული მიმართულებები, როგორიც არის მეღვინეობა, ასევე ხორბლის კულტურების ტრადიცია, პრიორიტეტული სფეროს მაგალითებია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული შესაბამისი სამეცნიერო წრეების და ასევე, სახელმწიფოს და კერძო სექტორის ჩართულობით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა როგორც ქართველ მეცნიერებთან, ასევე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს გააქტიურების მიმართულებით.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მიმდინარეობს ძალიან ქმედითი რეფორმები, როგორც დაფინანსების ზრდის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა