ნუკრი ქანთარია - პირდაპირი კონტაქტია საჭირო საზოგადოებასთან - ივანიშვილი ივლის ალბათ, უნდა იაროს ყველამ, ვისაც ერთი-ორი სიტყვა დაეჯერება

ვფიქრობ, საჭიროა, პირდაპირი საუბარი საზოგადოებასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საზოგადოებაში არსებული იმედგაცრუება ბუნებრივია და ახლა ხალხთან გასვლა, მათთან საუბარი და დაპირებების შესრულებაა აუცილებელი.

ბიძინა ივანიშვილი ხიბულაში რომ აღმოჩნდა, ასე ნუ ვიტყვით, რომ კამპანია არის დაწყებული. 31 მარტს არის 80 წლისთავი პირველი პრეზიდენტის, ვფქირობ, იქ ჩასვლა ამას უფრო უკავშირდება. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ საჭიროა, პირდაპირ ხალხში გასვლა. ამაზე გვქონდა კიდეც საუბარი, ყოველგვარი წერილების გარეშე, პირდაპირი კონტაქტია საჭირო საზოგადოებასთან“, - განაცხადა ქანთარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საზოგადოებასთან შეხვედრებზე ბიძინა ივანიშვილი ივლის თუ პარტიის სხვა წევრები, ქანთარიამ ასე უპასუხა:

ბიძინა ივანიშვილი ივლის ალბათ, უნდა იაროს ყველამ, ვისაც ერთი-ორი სიტყვა დაეჯერება. ეს გამოჩნდება სწორედ შეხვედრების დროს. ასე ნუ გავიგებთ, რომ ყოველ პარასკევს ბიძინა ივანიშვილი უნდა ვიხილოთ ან მთაში, ან ბარში, ან სადმე. არ მგონია, ასე იყოს. ვფიქრობ, საჭიროა, პირდაპირი საუბარი საზოგადოებასთან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება რაღაც იმედგაცრუება. ბუნებრივია, საჭიროა, მაქსიმალურად ახსნა-განმარტება და კიდევ მოსმენა საზოგადოების, ასევე შესრულება დაპირების. მეც ამ მოლოდინის რეჟიმში ვარ და მუდმივად ვახსენებ, რომ ცვლილებებია საჭირო. ეს ცვლილებები მე კი არ მჭირდება პირადად, არამედ, რეალობას და დროს სჭირდება. ვფიქრობ, რომ დალაგდება სიტუაცია. ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლა, მგონია, ამის ერთ-ერთი საფუძველიც“, - განაცხადა ქანთარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა