მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 31 მარტს, 10:00 საათზე, დაიწყებს.

ჯვართაყვანისცემასთან დაკავშირებით წირვის დროს საკურთხევლიდან სასულიერო პირები ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას ასრულებს.

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა და ძალით მშვიდობით მოხდეს მარხვის გასრულება.

დიდმარხვის მეოთხე კვირას, 7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვაში ეს დღე თევზით ხსნილია. მე-4 კვირის შაბათს კი მიცვალებულთა ხსენებაა. ასევე, დიდმარხვის მე-4 კვირა დღეს წმინდა იოანე კლემაქსის, ანუ კიბისაღმწერელის ხსენების დღე აღინიშნება.

დიდმარხვა წელს 11 მარტს დაიწყო და 28 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა