სალომე ზურაბიშვილი - ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებულ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია

საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა.

განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას. ამ დღეს - 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც და მოტივაციაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს, - საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა. ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივსცემასა და მადლიერებას. დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი. ამ რეფერნდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ეს არის, რომ იგი ჩატარდეს საქართველის მთელ ტერიტორიაზე, - იგი ჩატარდა სამაჩაბლოში, ჩატარადა აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა.

ამავე დროს, რეფერენდუმიდან დღემდე განვლილმა გზამ გვაჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობა ჩვენი მომავლისა და წინსვლისთვის. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასა და პლურალიზმთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება შერიგებასა და ერის ერთსულოვნებას.

მჯერა, რომ შერიგება, ერთმანეთის პატივიცემა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც დავიცავთ 1991 წლის რეფერენდუმის მონაპოვარს", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს