ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებები გაიმართება

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა ქალაქში ღონისძიებები გაიმართება. უფრო კონკრეტულად, „საქართველოს ფოსტა“ ამ დღესთან დაკავშირებით გამოსცემს ზვიად გამსახურდიას მარკას. განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას პრემიას, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად 31 მარტს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურიად ნაშრომები, ფოტოები, წიგნები, ინტერვიუები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალაქ ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო