სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება

1-ელ აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მოსკოვში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს შეხვდება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, შეხვედრაზე მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში საგარეო პოლიტიკის ჭრილში ურთიერთქმედების გაძლიერებას.

„31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. 1-ელ აპრილს მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების თემას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს