ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად, 31 მარტს გადაეცემა

ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად, 31 მარტს გადაეცემა. ამის შესახებ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

„31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე სრულდება და დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს დაევალა გასცეს ზვიად გამსახურდიას სახელობის ყოველწლიური პრემია ჩვენს დიასპორაზე, ემიგრანტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ ქართველოლოგიის მიმართულებით. საუბარია ერთ მეცნიერზე, წელიწადში ერთი პრემია გაიცემა, რადგან მიმართულებაც ერთია -ქართველოლოგიური კვლევები. პრემია გაიცემა 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე",- განაცხადა გაბისონიამ.

ცნობისთვის, 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომისია შექმნა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს