31 მარტს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია ‘’AIR FRANCE” დაიწყებს

31 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 20:10 საათზე საფრანგეთის ნაციონალური ავიაკომპანია ЭAIR FRANCE“ პირველ რეისს შეასრულებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები დაესწრებიან.

„2 წლიანი მოლაპარაკებები ფრანგულ კომპანიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და Tav Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს),“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო