საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავიაკომპანიის AIR FRANCE საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 მარტს საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანიის AIR FRANCE საინაუგურაციო რეისით იმგზავრებს, რომელიც 2 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ეარბას A 320“ ტიპის საჰაერო ხომალდი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20:10 საათზე დაეშვება.

საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო მომსახურების ტერმინალში საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც მთავრობის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200 მეტი მიმართულებით ოპერირებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა