ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია ახალი სახელწოდებით - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სახით შეიქმნება

პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიის ნაცვლად, რომელსაც უფლებამოსილება 1 მარტს შეუწყდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია შეიქმნება.

დადგენილება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის ბიუროს 1-ელი აპრილის სხდომაზე წარედგინება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია 16 წევრის შემადგენლობით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ჩამოყალიბდება.

თითქმის ერთი თვეა, რაც პარლამენტს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია აღარ ჰყავს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია, როგორც დროებითი ორგანო, პარლამენტში 2004 წლიდან არსებობს. ის მეცხრე მოწვევის პარლამენეტში 2017 წლის 1-ელ მარტს, ორი წლის ვადით შეიქმნა. კომისიას უფლებამოსილების 2-წლიანი ვადა კი, ისე ამოეწურა, რომ ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა არ ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომისიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში დეპუტატი გედევან ფოფხაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარეს პარლამენტისთვის კომისიის ანგარიში უნდა წარედგინა და მასვე დაეყენებინა ვადის შემდგომი ორი წლით გაგრძელების საკითხი, რაც არ მომხდარა.

“სწორედ ამიტომ პარლამენტი ძალიან მალე მიიღებს დადგენილებას კომისიის ახლიდან შექმნის თაობაზე. კომისია სრულფასოვან საქმიანობას მალე გააგრძელებს”, - განუცხადა ვოლსკიმ “ინტერპრესნიუსს“.

კომისიის ხელახლა შექმნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაიწყება კონსულატაციები კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასა და კომისიის დაკომპლექტებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო