საქართველოს ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი სამსახურიდან გააცილეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ყველაზე სტაჟიანი რეინჯერი - კუკური სარალიძე გააცილეს, რომელიც ბორჯომის ნაკრძალში 1983 წლიდან მუშაობდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 35 წლის განმავლობაში კუკური სარალიძე საქართველოს ბუნებას უწყვეტად იცავდა, მათ შორის ისეთ პერიოდებში, როდესაც შესაბამისი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდა. მის მოვალეობაში კანონდარღვევების აღკვეთა, ცხოველების კვალის აღრიცხვა და გარემოს კონტროლი შედიოდა. ყოველი მორიგეობის დროს, რთული რელიეფიდან გამომდინარე 20 კმ-ს ფეხით ან ცხენით გადიოდა.

კუკური სარალიძის ბრაკონიერობის არაერთი ფაქტი აქვს გამოვლენილი და დაჯილდოვებული იყო დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ კუკური სარალიძის საპატივცემულოდ, მის სამორიგეო ტერიტორიაზე - ქვაბისხევში მდებარე ტურისტულ თავშესაფარს - „კუკურის ქოხი“ ეწოდა.

ღონისძიებაზე კუკური სარალიძე მადლობის სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა