მამუკა ბახტაძე - სამარცხვინოა, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია და ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას

პრემიერ- მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. მისი თქმით, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

როგორც მთავრობის მეთაურმა ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, საზოგადოება იმსახურებს პასუხი გაეცეს გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებით ყველა კითხვას.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ოსტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე ისევე, როგორც ჩემი მეგობრები ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, ნამდვილად დიდი სირცხვილია, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას, დაველოდოთ მოვლენებს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და ქართული საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი თუ რა მოხდა. დაველოდოთ მოვლენებს. ყველა ჩვენგანს აქვს კითხვის ნიშნები და ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა მოხდა",- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო