ირაკლი კობახიძე - არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე სასწრაფოდ არის ბოლომდე მისაყვანი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამწუხარო ფაქტად აფასებს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმე ჯერ კიდევ გამოუძიებელია.

კობახიძე იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ის იყო პატრიოტი. რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აღორძინებაში. ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, მისი ბოლომდე მოყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი. სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ ცვლილება. შესაბამისად, არის სრული მხარადჭერა სამართალდამცველი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ გაიცემა პასუხები",- აღნიშნა კობახიძემ ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს