ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა შესახებ უმრავლესობის კანონპროექტს  ვენეციის კომისია დადებითად შეაფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, ვენეციის კომისია დადებითად შეაფასებს.

როგორც კობახიძე აცხადებს, მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ფაქტი, რომ კანონპროექტის სრულიად გამჭვირვალე პროცედურებს ადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე.

“ჩვენ ვენეციის კომისიას გავაცნობთ პროექტს, რომელიც ჩვენ მიერ არის მომზადებული. რაც შეეხება კრიტიკას, ეს არის უსაფუძვლო, რადგან ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომ ჯერ ხდება კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ეგზავნება ის ვენეციის კომისიას. ჩვენ გვაქვს დრო მეორე მოსმენამდე იმისთვის, რომ დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე მეორე მოსმენით იქნება მიღებული ჩვენი კანონპროექტი. გავუზიარებთ ჩვენ პოზიციას ვენეციის კომისიას და დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიის პოზიცია იქნება დადებითი. ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ კანონპროექტი ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკას და უფრო მეტიც, ის ადგენს უპრეცენდეტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას",- განაცხადა კობახიძემ.

ხვალ საქართველოს პარლამენტში ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრა გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა