ბექა ოდიშარიას ინიციატივით, საქართველოში საზღვარგარეთის საპატიო კონსულების ავტომობილებისთვის დიპლომატიური ნომრების გაცემა იქნება შესაძლებელი

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს სთავაზობს, რომლის მიხედვით, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულის ავტომობილისათვის დიპლომატიური სანომრე ნიშნის გაცემა იქნება შესაძლებელი.

კანონის მოქმედი რედაქციით, არ არის გათვალისწინებული საქართველოში საპატიო კონსულისათვის, საერთაშორისო სამართლით მინიჭებული პრივილეგიები და იმუნიტეტი. საპატიო კონსულები დღეს ჩვეულებრივი სანომრე ნიშნებით სარგებლობენ.

ბექა ოდიშარიას მიერ მომზადებული პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოს საპატიო კონსულზე გასაცემი დიპლომატიური სანომრე ნიშნების საფასური დგინდება - კერძოდ, 80 ლარი ავტომობილის და მისაბმელის შემთხვევაში, ხოლო 40 ლარი - მოტოციკლის შემთხვევაში.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ’’ კანონში ცვლილები პარლამენტის ბიუროს 1-ელი აპრილის სხდომაზე წარედგინება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა