გიორგი გახარია - ჩემთვის ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკვაშირდება ეროვნულ  მოძრაობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას

ჩემთვის პირადად, ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკვაშირდება ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ზუგდიდში ყოფნისას განაცხდა.

მინისტრი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით პანაშვიდს დაესწრო.

„ბევრი ქართველისთვის, ისევე როგორც თითოეული ადამიანისთვის საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელები უკვაშირდება ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, პირველ პრეზიდენტს. უაღრესად დიდი ვალდებულება გვაქვს თითეულ ჩვენგანს, რომ ეს უდიდესი მიღწევა, მეოცე საუკუნის დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და პირველი პრეზიდენტი დიდი პატივსიცემით და ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს ჩვნეს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა