ვლადიმირ ზელენსკი - ჩამოვიდეს უკრაინაში, ისეთი ადამიანის დახმარება, როგორიც სააკაშვილია, ყველას დასჭირდება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველი ჟურნალისტების საპასუხოდ, კომენტარი გააკეთა ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ ის სერიოზული დიპლომატია და მისი დახმარება ყველას გამოადგება.

„ჩამოვიდეს უკრაინაში. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი ახლა თამაშობს ყველაზე დიდ როლს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და ამას აჩვენებს თავისი ქმედებებით. ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტი ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, ვინც დღეს პოლიტიკაში მოდის. ვფიქრობ, ისეთი ადამიანის დახმარება, როგორიც სააკაშვილია, ყველას დასჭირდება“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ზელენსკის ამ განცხადებას საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე უკვე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ზელენსკი არ გავს ტრადიციულ პოლიტიკოსებს.

„ქართველი ოლიგარქის არხი, როდესაც ზელენსკის ეკითხებოდა, იმედოვნებდა, რომ უპასუხებდა: რას ამბობთ, რა სააკაშვილი, გაეთრიოს თავის საქართველოში - უმეტესობა უკრაინელი „პოლიტიკოსებისა“ სწორედ ასე უპასუხებდა“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს