განათლების კომიტეტი ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის ინიციატივას განიხილავს, რომელიც “განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებს

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე დეპუტატების ნუკრი ქანთარიასა და გენადი მარგველაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონიდან სიტყვის - “ლიბერალური” ამოღებას ითვალისწინებს.

ამავე პროექტის მიხედვით, კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს შორის არის მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების გაცნობიერება და პატივისცემის განვითარება.

“ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს ადგენს. როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები განმარტავენ, კანონით განსაზღვრული მიზნები “ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

მოქმედი კანონით, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია “მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა