ლონდონის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელიც გამვლელებს დანით თავს დაესხა

ლონდონის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ, გამვლელებზე ოთხჯერ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი ედმონთონის რაიონში მოხდა. ამის შესახებ საუბარია სკოტლანდ-იარდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი ოთხ ადამიანს ცივი იარაღით დაესხა თავს. ამ დროისთვის, პოლიციის განცხადებით, მომხდარი ტერორისტულ აქტთან არ არის დაკავშირებული, არამედ სამართალდამცველებს საქმე აქვთ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთან.

პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის საორიენატაციო ფოტო ფაავრცელა. სამართალდამცველებს, ამ დროისთვის, არსებული აღწერილობის მქონე ერთი მამაკაცი ჰყავთ დაკავებული.

სქოთლანდ-იარდი ედმონთონის მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაეხმარონ ეჭვმიტანილის ძებნაში.

თავდამსხმელის მსხვერპლი ერთი ქალბატონი და სამი მამაკაცია, რომელთაგან ქალბატონი და ორი მამაკაცი ზურგში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა