გუდაურში დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გუდაურმა უკვე მესამედ უმასპინძლა დიპლომატიურ სათხილამურო ტურნირს “DipSki2019”. სათხილამურო ტურნირში გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალთა შორის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი ლორენ ბარი, მამაკაცთა კატეგორიაში პიტერ დენისი ევროკავშირის დელეგაციიდან, საქართველოს მთავრობიდან მამაკაცთა კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი შოთა ბრელიძე, საქართველოს მთავრობიდან ქალთა კატეგორიაში გაიმარჯვა კატო ალანიამ ტურიზმის დეპარტამენტიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატიური სათხილამურო ტურნირი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის კარგი საშუალებაა. "ეს არის ძალიან კარგი საშუალება, იმისათვის, რომ ჩვენ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საელჩოების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით, რასაც გუდაური ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც ზრდის ტურისტების რაოდენობას. იგი ხდება ძალიან პოპულარული ჩვენს უცხოელ პარტნიორებს შორის, ამიტომ ელჩების ჩართულობა, დიპლომატიური კორპუსის ხშირი მონაწილეობა მსგავსი სახის ტურნირებში ხელს უწყობს ამ მართლაც ულამაზესი კურორტის პოპულარიზაციას,”-განაცხადა მინისტრმა. ტურნირი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, ტურნირი საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2017 წლიდან იმართება.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა